ჯუანშერ ბურჭულაძე ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადას სტუმრობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მის მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა ბაზაზე ყაზარმებისა და სასადილოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

უწყების ცნობით, დასრულების ფაზაშია შენობების შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ბაზამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა