თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და ტერიტორიაზე დასრულებულ და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მინისტრი ადგილზე გაეცნო სრულად გარემონტებულ კადეტთა საცხოვრებელ შენობას და სპორტულ დარბაზს, რომელიც უახლესი, თანამედროვე ინვენტარითაა აღჭურვილი.

„ლიცეუმის ტერიტორიაზე დასრულებულია სიმულაციის, შტაბისა და ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა გარე ფასადი, შეიცვალა სასადილოსა და სპორტული დარბაზის სახურავი, გარემონტდა საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე გარე განათების მონტაჟიც დასრულდა.

კადეტთა ლიცეუმს ახალი სიმულაციური ლაზერული საშუალებებიც შეემატა. სასწავლო კლასები კი ახალი სმარტ დაფებით ერთ თვეში აღიჭურვება. მშობელთა მოსაცდელი სივრცისა და ახალი სამრეცხაოს მოწყობაც დაგეგმილია.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტების სასწავლო პროცესიც მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გოგონა კადეტებისთვის აშენდება ახალი ყაზარმა, ბიბლიოთეკა და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. 2021 წელს კადეტებს ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები დახვდებათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა