Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 155 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია 884 მილიონზე მეტი დოზა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 884 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.8%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17 მილიონ ადამიანს უტარდება.

აშშ-ში ვაქცინის 205 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 187 მილიონი, ინდოეთში 122 მილიონი, ევროკავშირში კი - 109 მილიონი. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.9% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 27.6%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 24.8%-ით. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 6.6%.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა