ვახტანგ მეგრელიშვილი - იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები

იმედი მაქვს, პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები - ასეთი მკაფიო არასოდეს არ ყოფილა პოზიცია, რომელსაც მედიატორები აფიქსირებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რა მოხდება და მოვლენები როგორ წარიმართება არ იცის.

„არ ვიცი, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება იმ დოკუმენტში, რომელიც ბოლოს დანიელსონმა დატოვა. ძალიან საინტერესოა, რადგან განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს. სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. ჩვენ ჩვენი გეგმის შესახებ გამოცხადებული მაინც გვქონდა, ხვალ ჩვენ პარლამენტში მივდიოდით. იმედი მაქვს, რომ პროცესი ისე დამთავრდება, რომ ხვალ პარლამენტში მარტო არ ვიქნები.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მართლა პარლამენტარები არიან, ის 60 დეპუტატი, მათი ხმა გაცილებით უფრო უნდა ისმოდეს. 60-ვე ადამიანმა საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს იმ კრიზისის შესახებ, რომელიც საქართველოშია. ასეთი მკაფიო არასოდეს არ ყოფილა პოზიცია, რომელსაც მედიატორები აფიქსირებენ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა