მიშელის დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტში  5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა გამოიყოს

პარლამენტში ძალთა გადანაწილების შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტშიცაა საუბარი. კერძოდ, დოკუმენტის ახალი ვერსიის თანახმად, ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 შემდეგი 5 კომიტეტიდან უნდა იყოს: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; საგარეო ურთიერთობების კომიტეტი. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციის დეპუტატებისთვის გამოყოფილ უნდა იქნას თავმჯდომარის 1 პოზიცია შემდეგი საპარლამენტო დელეგაციებისთვის საერთაშორისო არენაზე: ევრონესტი საპარლამენტო ასამბლეა, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

დოკუმენტის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა