აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის შემთხვევაში „შედეგებით“ ემუქრება

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს აფრთხილებს, რომ თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას შედეგები მოჰყვება.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CNN- ს განუცხადა, რომ ”თუ ბატონი ნავალნი დაიღუპება, ამას შედეგებს მოჰყვება” და რუსეთი ”საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს”.

ამასთან, სალივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ბატონი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ და მის სიცოცხლეზე თავდასხმაში დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. კრემლის თავდასხმები ბატონ ნავალნიზე არის არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევა, არამედ რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რომელთაც სურთ, მათი ხმა გაიგონ,“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ალექსეი ნავალნის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმაც.

„ბატონ ნავალნის დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარებით სარგებლობის საშუალება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან,“- ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზე ბორელი კი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაუშვას ნავალნისთან ის მედიკოსები, რომელსაც ის ენდობა.

„მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას ვაკისრებთ. ევროკავშირის ქვეყნები ბატონი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ,“- წერს ბორელი „ტვიტერში“.

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ექიმის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და კრემლის 44 წლის კრიტიკოსი შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის ხელისუფლება რუსეთს ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვის შემთხვევაში "შედეგებით" ემუქრება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა