აშშ-ში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს გაკეთებული

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა ზრდასრული მოქალაქეების 50.4%-ს აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აშშ-ში ვაქცინის პირველი დოზა 18 წლისა და უფროსი ასაკის 130 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს გაკეთებული.

ქვეყანაში, საერთო ჯამში, ვაქცინების 209 406 814 დოზაა გამოყენებული. აქედან სულ მცირე ერთი დოზა 131 247 546 ადამიანს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი 84 263 40 მოქალაქეა.

აშშ-ში ვაქცინაცია Pfizer /BioNTech-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით მიმდინარეობს, თუმცა, ამ უკანასკნელის გამოყენება რამდენიმე დღის წინ დროებით შეჩერდა, რისი მიზეზიც 6 ვაქცინირებულ მოქალაქეში თრომბის განვითარების ფაქტი გახდა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა