ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში მუშაობას 5 დიპლომატი განაგრძობს

მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში მუშაობას 5 დიპლომატი განაგრძობს მას შემდეგ, რაც რუსეთმა საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუდოლფ იინდრაკმა განაცხადა.

”ხუთი დიპლომატი დარჩება იქ. ადამიანები, რომლებმაც რუსეთი უნდა დატოვონ, აგენტები არ არიან. მათ ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცეს,“- განაცხადა რუდოლფ იინდრაკმა.

მისივე თქმით, რუსეთს საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი დატოვებს.

შეგახსენებთ, რუსეთი 20 ჩეხ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატებმა რუსეთი 1 დღეში უნდა დატოვონ. მანამდე, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურების მტკიცებით, აღნიშნული პირები სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები იყვნენ და 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს