ენტონი ბლინკენი - აშშ-მა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობაზე, პანდემიასთან ბრძოლასა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაზე უნდა გადაიტანოს

აშშ-მა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობაზე, პანდემიასთან ბრძოლასა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაზე უნდა გადაიტანოს, - ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, ავღანეთში არსებულმა ტერორისტულმა საფრთხეებმა სხვა ადგილას გადაინაცვლა, ახლა კი, პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია.

ბლინკენმა ასეთ მნიშველოვან თემებად ჩინეთთან ურთიერთობა, პანდემიასთან ბრძოლა და კლიმატური ცვლილების შეჩერება დაასახელა.

„ჩვენ მსოფლიოს უნდა ვუყუროთ არა 2001, არამედ 2021 წლის პრიზმაში. ჩვენ 20 წლის წინ ავღანეთში წავედით იმიტომ, რომ თავს დაგვესხნენ 9/11-ში. ჩვენ მივაღწიეთ იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გვქონდა. ახლა „ალ-ქაიდა“ ძალიან დასუსტებულია და მათ ავღანეთიდან აშშ-ზე თავდასხმა აღარ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩვენს წინააღმდეგ რამეს გაბედავენ, ეს ხანგრძლივ ომს გამოიწვევს, რაც მათ ინტერესებში ნამდვილად არაა“, - განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო: ენტონი ბლინკენი - აშშ-მა ყურადღება ავღანეთიდან ჩინეთთან ურთიერთობაზე, პანდემიასთან ბრძოლასა და კლიმატური ცვლილების შეჩერებაზე უნდა გადაიტანოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა