დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას „პოზიტიურ და შესანიშნავ“ ნაბიჯად აფასებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მიესალმება, თუმცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, გაყვანის თარიღად 11 სექტემბერი არ აირჩიოს.

ტრამპის თქმით, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა „მშვენიერი და პოზიტიური საქმეა", თუმცა აცხადებს, რომ გაყვანის თარიღი მანამდე დადგენილ გრაფიკთან, 1-ელ მაისთან, მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს.

„ვისურვებდი, რომ ჯო ბაიდენმა არ გამოიყენოს 11 სექტემბერი ავღანეთიდან ჩვენი ჯარის გაყვანის თარიღად, ორი მიზეზის გამო. პირველი, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავიდეთ უფრო ადრე. ცხრამეტი წელიც საკმარისია, სინამდვილეში, ძალიან ბევრი და ძალიან გრძელია. ამასთან, 11 სექტემბერი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო მოვლენას და პერიოდს წარმოადგენს და იმ დიადი სულების პატივისცემისა და ხსოვნის დღედ უნდა დარჩეს, რომელიც ჩვენ დავკარგეთ,“- აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას "პოზიტიურ და შესანიშნავ" ნაბიჯად აფასებს

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა