რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა

მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს დექსტუქციულს უწოდებს, თუმცა, თავად არ პასუხობს კითხვას, მოაწერს თუ არა მმართველი გუნდი ახალ დოკუმენტს ხელს.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ვერსიასაც არ აწერს ხელს და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ინტერესი რაიმე სახის კომპრომისზე წავიდნენ, თუნდაც, მცირე კონსტრუქციულიბა შეიტანონ მოლაპარაკებების პროცესში. როგორც ჩანს, მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა და არასოდეს არ მოხდება,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

იონათამიშვილმა ასევე არ უპასუხა კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა გუშინდელ შეხვედრაზე "ქართული ოცნება".

იხილეთ ვიდეო:რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ერთადერთი ამოცანაა, სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა