„გირჩის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

„გირჩის" წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ. მათ თან ახლავთ ალექსანდრე რაქვიაშვილიც, რომელიც სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოში სტუმრის სტატუსით შედის, რადგან მას სადეპუტატო მანდატი არ აქვს.

როგორც თავად აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ადამიანების გაცნობას აპირებენ და საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

"გირჩის" წევრებს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს, სადაც მედიისთვის კომენტარები გაკეთდება. ასევე გაუმარტეს, რომ მათთვის კაბინეტები არ არის მოწყიბოლი, თუმცა, არის ცარიელი ოთხები, რომლებიც შეუძლიათ დაიკავონ.

ცნობისთვის, მათ შარლ მიშელის განახლებულ დოკუმეტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერეს. როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ დოკუმენტს "ქართული ოცნება" ხელს არ მოაწერს, ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება არ შედგება და ისინი გააგრძელებენ "იმ რეჟიმში პარლამენტში ყოფნას, რა რეჟიმშიც დღეს შედიან“.

მანამდე „გირჩმა" დაანონსა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ მათი 7 - პუნქტიანი მოთხოვნებიდან მმართველი გუნდი რომელიმეს სრულად გაიზიარებს. პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ მივლინებაში, არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

„თუმცა, საქართველოს პარლამენტის წევრის კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივილეგიებიდან გამოვიყენებთ: პარლამენტის წევრის იმუნიტეტს; იარაღის ტარების უფლებას (გვინდა ეს უფლება ჰქონდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს);პარლამენტის შენობას, პრესბანერთან დგომის და სიმართლის ლაპარაკის უფლებას“, - აცხადებენ „გირჩში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა