ექიმებმა ალექსეი ნავალნის საოლქო საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს

ექიმებმა პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, სადაც პატიმრებს მკურნალობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ამჟამად, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებულია როგორც დამაკმაყოფილებელი, მას ექიმი-თერაპევტი ყოველდღიურ გამოკვლევას უტარებს. პაციენტის თანხმობით მას ვიტამინის თერაპია დაუნიშნეს ", - აცხადებენ უწყებაში.

იხილეთ ვიდეო:ექიმებმა ალექსეი ნავალნის საოლქო საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს