Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 894 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.9%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 894 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.9%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 17 მილიონ ადამიანს უტარდება.

აშშ-ში ვაქცინის 209 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 189 მილიონი, ინდოეთში 122 მილიონი, ევროკავშირში კი - 110 მილიონი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.9% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 28.4%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 25.4%-ით. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 6.7%.

იხილეთ ვიდეო:Bloomberg - მსოფლიოში ამ დროისთვის ვაქცინების 894 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.9%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა