ვახტანგ მეგრელიშვილი - პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება

„გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო ოფისს ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც პლაცდარმს გამოიყენებენ.

„ფაქტობრივად, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქვს, ერთი აქ, მეორე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონში, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის. ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში, ეს იქნება ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩვენს პლაცდარმს. სამეფო იქნება აქ, „გირჩის“ სამეფო“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ხელს არ აწერს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, მაშინ მათი ხელმოწერა აზრს კარგავს.

„ჩვენი გეგმა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ ხდება, ანუ თუ კრიზისში ვრჩებით. პირველი ახლა ჩვენ რასაც ჩვენს თავს ვუყენებთ ამოცანად არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება და ოპოზიცია ახლა შეთანხმდნენ. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ჩვენი პუნქტები იყოს როგორც ულტიმატუმი, არამედ პირიქით, აქ იყოს 150 დეპუტატი ვისთანაც ჩვენ საშუალება გვექნება შვიდივე პუნქტზე ვისაუბროთ.

ახლა ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც დიდი ხნით ვერ გადავდებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს ბოლო შემოთავაზებასთან მიმართებაში, როგორც პარტიების, ისე ინდივიდუალური დეპუტატების გადაწყვეტილება. მათი პასუხისმგებლობაა იღებენ ამ შეთანხმებას თუ არა. ამის შემდეგ, უკვე იწყებს მოქმედებას ჩვენი გეგმა თუ შეთანხმება ვერ დგება. ამის მთავარი ხელმომწერი მხარე, რომელსაც შეუძლია ჩააგდოს, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ „ქართული ოცნება“ ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, მაშინ ჩვენ ხელმოწერას აზრი ეკარგება“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელმაც მოიპოვა პარლამენტში მანდატი, თავიდანვე საკუთარი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტი "გირჩის" სამეფო იქნება - ვახტანგ მეგრელიშვილი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა