გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თუ გაერთიანებული ოპოზიცია პოზიციებს შეინარჩუნებს, გამარჯვება დადგება

ხელისუფლების მხრიდან ახლა განცხადება იყო, რომ ჩვენ შეიძლება გამოვუშვათ ნიკა მელია და გიორგი რურუა, მაგრამ სხვა საქმეებს გავაგრძელებთო, ასეთი ძალისთვის დამატებით, რაღაც სარგებლის მიცემა არაფრით არ შეიძლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გაერთიანებული ოპოზიცია პოზიციებს შეინარჩუნებს, გამარჯვება დადგება.

„მინდა „ევროპული საქართველოს“ სახელით შევუერთდე იმ გზავნილს, რაც ნიკა მელიას მისამართითაა. ის პოლიტიკური სიმტკიცის კარგ მაგალითს იძლევა!

ხელისუფლების მხრიდან, ახლა განცხადება იყო, რომ ჩვენ შეიძლება გამოვუშვათ ნიკა მელია და გიორგი რურუა, მაგრამ სხვა საქმეებს გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ როგორც გვინდა. ასეთი ხელისუფლებისთვის დამატებით, რაღაც სარგებლის მიცემა, გახანგრძლივება ვადის, რა თქმა უნდა, არაფრით შეიძლება.

მე ვფიქრობ, რომ თუკი ჩვენ ამ პოზიციებს შევინარჩუნებთ აუცილებლად იქნება გამარჯვება!“, - განცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, რიყეზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრება მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა