22-ე ბატალიონმა GDRP-ის ფარგლებში საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით გამართა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების ორგანიზებით ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. ქვედანაყოფმა წვრთნები ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ, საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ჩაატარა.

,,სწავლებისას ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმო. ასეულს მხარს ბატალიონის 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეული, JAVELIN შეიარაღების სისტემებით წარმოდგენილი ტანკსაწინააღმდეგო ოცეული, ასევე სნაიპერების ჯგუფი უჭერდა.

საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ.

ეს უკვე მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გადის მომზადებას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა