დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ტერიტორიაზე მსჯავრდებული და დაპატიმრებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა ქვეყნების ინტერესის თემას არ უნდა წარმოადგენდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი არ ღებულობს აშშ-ის ოფიციალური პირების მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში რუსეთი შედეგებს მიიღებს.

„ჩვენ არანაირად არ ვიღებთ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ასეთ განცხადებებს ”, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, რუსეთში მსჯავრდებული და დაპატიმრებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დასავლეთის ქვეყნების ინტერესის თემას არ უნდა წარმოადგენდეს.

”რუსეთის ტერიტორიაზე მსჯავრდებული და დაპატიმრებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება იყოს და არ უნდა იყოს მათი ინტერესის თემა“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ ალექსეი ნავალნი დაიღუპება, ამას შედეგებს მოჰყვება და რუსეთი ”საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აგებს პასუხს”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო