არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი ჩვენს მოქალაქეებს ეკუთვნის და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება

მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და „გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში „გირჩის“ მისვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თავის ორიგინალური სტილი, რაც „პარლამენტის ტრადიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“.

„გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავისი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს „გირჩი“ პარლამენტში. მე მსურს საზოგადოება და მხარდამჭერები ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ამ წლების განმავლობაში ფუნდამეტური რეფორმების გატარებით შევძელით სწორედ ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია, რაც ეუთო/ოდირმა პირდაპირ დააფიქსირა და მომდევნო არჩევნებსიც იქნება კონკურენცია და ამავე დროს მსურს დავარწმუნო ყველა ჩვენი მხარდამჭერი, რომ „ქართული ოცნება“ როგორც პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ძალა, რომელსაც ჰყავს კარგი, განახლებული გუნდი და აქვს ხედვა მომვლის განვითარებასთან დაკავშირებით, მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება.

იხილეთ ვიდეო:

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა