გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტის განცხადება მისაღებია - შეთანხმების მთავარი საზომია დასავლეთმა თქვას, რომ შეთანხმება შედგა, ზუსტად ვიცი, დასავლეთი ამას იტყვის ჩვენი ხელმოწერების შემდეგ

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება მისთვის მისაღებია.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

„ახლა ის მომენტია, როცა ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ რაღაც თანხმობისკენ მივიდეთ, ახალი პოლიტიკური კულტურა ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებს, რომლებმაც საოცარი შრომა გასწიეს ამ 6 თვის მანძილზე. იმედი მაქვს, შეთანხმება მალე გაფორმდება და მალე ვიხილავთ გიორგი რურუას თავისუფალს. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ ნიკა მელიას თავისუფლებაზე.

გარკვეული პირობები არის, აღარ შევალ ამ წვრილმანებში. ეს განცხადება მისაღებია, შეთანხმების მთავარი საზომი არის ის, რომ დასავლეთმა უნდა თქვას შეთანხმება, რომ შედგა. ზუსტად ვიცი, რომ დასავლეთი ამას იტყვის ჩვენი ხელმოწერების შემდეგ",- აცხადებს ვაშაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა