ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დიპლომატების გაძევებაზე რუსეთის რეაქცია მოსალოდნელზე მკაცრი იყო, მთავრობა შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს

რუსეთის მიერ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევება ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ 18 რუსი თანამშრომლის გაძევების საპასუხოდ მოსალოდნელზე მკაცრი იყო და მთავრობა შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

”რეაქცია უფრო მკაცრია, ვიდრე ველოდით, დიპლომატების რაოდენობა ჩვენს მიერ გაძევებული დაზვერვის ოფიცრების რაოდენობას აჭარბებს“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმღვანელმა.

იან ჰამაჩეკის თქმით, ის ქვეყნის პრემიერს შეხვდება და განიხილავენ, რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ჩეხეთის მხრიდან.

ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურების მტკიცებით, აღნიშნული პირები სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები იყვნენ და 2014 წელს ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდნენ. აღნიშნული ნაბიჯის საპასუხოდ, მოსკოვმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა