ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

ევროკავშირის საგერო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბორელის განმარტებით, მან საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლის დროსაც აღინიშნა, რომ ევროკავშირთან კოორდინაციის, საქართველოში მყოფი დელეგაციების მეშვეობით და შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდო დოკუმენტი, რომლის მიღებაზე მმართველმა პარტიამ თანხმობა უკვე განაცხადა.

„ფაქტობრივად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ ყოფილა განხილვის თემა დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე. მე ჩემი მხრიდან ინფორმაცია მივაწოდე და ავუხსენი საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ერთობლივი მუშაობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, ჩვენი დელეგაციების მეშვეობით თბილისში და შარლ მიშელის ხელმძღვანელობით, მაგიდაზე დაიდო შეთავაზება, რომელიც მიღებულ იქნა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხრიდან და რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა პარტიებთანაც, იმისთვის, რათა ვეცადოთ და მივაღწიოთ შეთანხმებას. საკმაოდ კარგი პერსპექტივები არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად ეს არ ყოფილა დღევანდელი განხილვის თემა, მათ უბრალოდ მიიღეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეს ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა