კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.როგორც „ინტერპრესნისს“ ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურში განუცხადეს, შეხვედრას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხრიდან ესწრებოდნენ: სალომე სამადაშვილი, აკაკი მინაშვილი, კობა ნაყოფია და თინა ბოკუჩავა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საკონსულტაციო ხასიათის იყო და ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის გუშინ შეთავაზებულ დოკუმენტს ეხებოდა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტში „სუსტ წერტილებს“ ხედავს და მასზე ხელმოწერას არ აპირებს.

იხილეთ ვიდეო:კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შეხვდნენ

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი