ჟოზეფ ბორელი - მოვუწოდებ ყველა პარტიას, გამონახონ კომპრომისული გზები, რათა საქართველომ დემოკრატიული კონსოლიდაცია განაგრძოს - იმედი ვიქონიოთ, რომ დღის ბოლომდე კარგ ახალ ამბავს შევიტყობთ

მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ გამონახონ კომპრომისული გზები იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც ახლა საქართველოა, რათა გაგრძელდეს მისი დემოკრატიული კონსოლიდაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოს საკითხზეც. პრეზიდენტ შარლ მიშელის სახელით ახალი წინადადება იქნა წარდგენილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გამოძებნის მიზნით. შეხვედრის დროს მივიღეთ ინფორმაცია და მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმების მიღების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც იმოქმედებენ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ გამონახონ კომპრომისული გზები იმ ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელშიც ახლა საქართველოა, რათა გაგრძელდეს მისი დემოკრატიული კონსოლიდაცია. იმედი ვიქონიოთ, რომ დღის ბოლომდე კარგ ახალ ამბავს შევიტყობთ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა