დელიში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ერთი კვირით გახანგრძლივდა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ერთი კვირით გახანგრძლივდა.

BBC-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კორონავირუსით დაიფიცირების შემთხვევების ზრდა გახდა.

გამოცემის ცნობით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში დელიში კარანტინის რეჟიმი კვლავ ძალაში იქნება, რომელიც მოსახლეობას 22:00-დან 05:00 საათამდე ქუჩაში გამოსვლას უკრძალავს. ამას გარდა, ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, რესტორნები, სპორტული დაბაზები და პარკები დახურულია.

ინდოეთში კორონავირუსის ახალი ტალღა აპრილის პირველ ნახევარში დაიწყო.

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 619 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი რაოდენობაა. ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 15 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია - 178 769 ადამიანი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო