შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კვლავ დესტრუქციულად იქცევიან

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კვლავ დესტრუქციულად იქცევიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შეთანხმების ყველა პუნქტს შეასრულებს.

„სამწუხაროა, ერთი მხრივ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ იქცევიან კვლავ დესტრუქციულად და მეორე - კარგია, რომ საბოლოო ჯამში გაცხადდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რასაც ასევე ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამბობდა, როგორ შლიდა ამ მთელ პროცესს „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სამწუხაროა, რომ მათ ეს დღეს კიდევ დაადასტურეს.

მთელ ამ პროცესში ყველაზე კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იყო, არის და რჩება „ქართული ოცნება“. ჩვენ რა თქმა უნდა, შეთანხმების ყველა პუნქტს შევასრულებთ ისე, როგორც არის საჭირო. იცით, რომ ცალმხრივადაც მოვაწერეთ ხელი მიშელის დოკუმენტს. როცა რამდენიმე კვირის წინ არ შედგა შეთანხმება, ჩვენ ვალდებულება ავიღეთ შეთანხმების გარეშეც, რომ რეფორმებს განვახორციელებდით. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩევლები შეიძლება იყვნენ მშვიდად, „ქართული ოცნება“ თავის პასუხისმგებლობით ყველაფერს განახორციელებს,“-განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა