კელი დეგნანი - ეს შეთანხმება ღია რჩება ინდივიდუალური პარლამენტის წევრებისთვის  ხელის მოსაწერად

გილოცავთ და დიდი მადლობა ყველა ქართველს იმ მოთმინებისთვის, რაც ამ პროცესში გამოიჩინეს, ეს საქართველოსთვის ნამდვილი წარმატებაა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კენი დეგნანმა განაცხადა.

„ეს შეთანხმება ღია რჩება ინდივიდუალური პარლამენტის წევრებისთვის ხელის მოსაწერად. გვსურს ის, რაც შეიძლება უნივერსალური შეთანხმება იყოს, რათა აჩვენოს, რომ საქართველომ გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული მომავლისკენ, მისი მომავლისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აი, რატომ ვარ ასეთი ამაყი, როგორც ამერიკის ელჩი. გილოცავთ და დიდი მადლობა ყველა ქართველს იმ მოთმინებისთვის, რაც ამ პროცესში გამოიჩინეს. ამაღამ საქართველომ ნამდვილად წარმატებას მიაღწია.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა განაგრძობს წინსვლას. იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს, შევა პარლამენტში და გააძლიერებს საქართველოს ინსტიტუტებს, ეს არის გზა, რითაც საქართველოს დემოკრატია გაძლიერებას განაგრძობს,“ - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა