სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ შეშფოთებულია რუსეთის განზრახვით, შავი ზღვის ნაწილებში უცხო ქვეყნების გემები დაბლოკოს

რუსეთის განზრახვა, შავი ზღვის ნაწილებში უცხო ქვეყნების სამხედო-საზღვაო და სახელმწიფო გემები დაბლოკოს, მოსკოვის მიერ უკრაინისთვის ძირის გამოთხრის მიზნით წარმოებულ კამპანიაში კიდევ ერთ არაპროვოცირებულ ესკალაციას წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“შეერთებული შტატები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის გეგმების გამო, დაბლოკოს უცხოური სამხედო-საზღვაო და სახელმწიფო გემების შავი ზღვის ნაწილებში მოძრაობა, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმთან და ქერჩის სრუტესთან. რუსეთს უკრაინული გემების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განხორციელების ისტორია აქვს. ეს ნაბიჯი მოსკოვის მიერ უკრაინისთვის ძირის გამოთხრისა და სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით წარმოებულ კამპანიაში კიდევ ერთ არაპროვოცირებულ ესკალაციას წარმოადგენს,“- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამანეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და ყირიმის ანექსიას გმობს.

„შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მის ტერიტორიულ წყლებზეც ვრცელდება. შეერთებული შტატები არ ცნობს და არც არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

ჩვენ მივესალმებით უკრაინას რუსული პროვოკაციების ფონზე მუდმივი თავშეკავებისათვის და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს რეგიონში გემების შევიწროება და უკრაინის საზღვარსა და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზება შეაჩეროს,“- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა