აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უოლტერ მონდეილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისი ოჯახი იტყობინება.

მათი ინფორმაციით, მონდეილი მინეაპოლისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

უოლტერ მონდეილის, რომელიც აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 1977 -1981 წლებში, ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს ეკავა. აღსანიშნავია, რომ მონდეილი ამერიკის პრეზიდენტობისთვისაც იბრძოდა, თუმცა, 1984 წელს, ის რონალდ რეიგანთან დამარცხდა.

მანამდე, 1960-1964 წლებში, ის მინესოტას შტატის გენერალურ პროკურორად მსახურობდა, 1964-1977 წლებში კი აშშ-ის სენატში აღნიშნულ შტატს წარმოადგენდა.

მონდეილს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, იაპონიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაც ეკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა