კურტ ვოლკერი - შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის კრიზისის გადასალახად, ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა

ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან და შეთანხმება შესრულდება, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი „ტვიტერში“ წერს.

„ევროკავშირი-აშშ-ის შეთანხმება საუკეთესო შანსია საქართველოსთვის კრიზისის გადასალახად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი დემოკრატიული პოლიტიკის ნორმალიზებისკენ. ცხადია, გასაკეთებელი მეტია, თუმცა საიდანღაც უნდა დაიწყოს. ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხელი მოაწერა. იმედი მაქვს, სხვებიც შეუერთდებიან მათ და შეთანხმება შესრულდება“, – წერს ყოფილი ელჩი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა