მედია - რუსეთში აშშ-ის ელჩი ქვეყნის დატოვებასა და ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის ჩასვლაზე უარს აცხადებს

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი რუსეთის დატოვებას და ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის წასვლას არ გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა ელჩთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით იუწყება, ჯონ სალივანი მიიჩნევს, რომ თუკი ვლადიმერ პუტინს სურს, მან ქვეყანა დატოვოს, მოუწევს ამის გაკეთება აიძულოს.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პასუხად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებდა. მოსკოვი ჯონ სალივანის გაძევებას არ გეგმავს, თუმცა ელჩს ვაშინგტონში ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციებისთვის ჩასვლა „ურჩიეს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო