ანგელა მერკელის პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი

გერმანიის კონსერვატიული პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭომ კანცლერის თანამდებობაზე პარტიის ლიდერის, არმინ ლაშეტის კანდიდატურის წარდგენას დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლაშეტს მხარი პარტიის საბჭოს უმრავლესობამ - 31 წევრმა, ანუ 77.5% -მა, დაუჭირა, მისმა კონკურენტმა „ქრისტიანული სოციალური კავშირის“ წარმომადგენელმა მარკუს სოდერმა კი მხოლოდ 9 ხმა მიიღო.

კენჭისყრის შედეგები „ქრისტიანული სოციალური კავშირისა“ და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ბლოკის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, თუმცა სოდერმა განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ საბჭოს გადაწყვეტილებას.

არმინ ლაშეტი, რომელსაც ანგელა მერკელის ფავორიტად მიიჩნევენ, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარედ მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის „მწვანეთა პარტიამ“ პირველად ისტორიაში, კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი დაასახელა. წარდგენილი კანდიდატი ანალენა ბაერბოკია.

გერმანელები ახალ პარლამენტს მიმდინარე წლის სექტემბერში აირჩევენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ შედეგებმა, შესაძლოა, ქვეყანაში ძალთა ბალანსი შეცვალოს და კანცლერის თანამდებობის დაკავების შანსი სხვა პარტიის წარმომადგენელს მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა