საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი II ასეულის ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისში” გაიმართა.

„ ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცა, წარმატებები და ქვეყნის წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.

ფიცის დადების შემდეგ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ. რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდება შეისწავლეს”,- აღნიშნავენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს