დავით ჭიჭინაძე - ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია - კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს

ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს, გავიმარჯვეთო, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძე განმარტავს, როდესაც კრიზისი დაძლეული არ იქნება, პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს „გახარია გამოყრის გარეთ“.

ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია. კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო. არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია! თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას? მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდომაზე. როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა. თუ რა თქმა უნდა ახლა „ოცნებაშიც“ არ შევლენ, ახლა უკვე მთავრობა და ბიუჯეტი რომ შეუნარჩუნონ „ოცნებას“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა