გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში რიგით 33-ე სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, სასწავლო პროგრამა, რომელიც 15 მონაწილემ წარმატებით დაასრულა ითვალისწინებს კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

„ტრენინგს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები უძღვებიან, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, ჰყავდეთ კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით გადამზადებული კადრი.

„ნარჩენების მართვის კოდექსით“ კომპანიებს, რომლებიც წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტ არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტ ინერტულ ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენს წარმოქმნიან, ეკისრებათ ვალდებულება, ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი - გარემოსდაცვითი მმართველი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით შექმნილ სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ცენტრის მიერ სულ 455 პირია სერტიფიცირებული“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა