Bloomberg - ვაქცინაცია მსოფლიოს 156 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ვაქცინების 910 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 156 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 910 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.3 მილიონ ადამიანს უტარდება.

აშშ-ში ვაქცინის 211 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 192 მილიონი, ინდოეთში 126 მილიონი, ევროკავშირში კი - 112 მილიონი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 28.4%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 25.7%-ით.

გამოცემა წერს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაცია 25-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში.

იხილეთ ვიდეო: Bloomberg - მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინების რაოდენობამ 900 მილიონს გადააჭარბა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა