მიხეილ კალანდიას ადვოკატი გიორგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ფაქტზე შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის გამოკითხვას ითხოვს.

აღნიშნული შინაარსით თოდუამ გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ამასთან, ადვოკატი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის - „ევროპული საქართველოს" წევრების დაკითხვას მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე ითხოვს.

„გენერალურ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმიდან გამომდინარე, რადგან საქმეზე რამდენიმე დღის წინ, ახალი გარემოება გამოიკვეთა, როცა პროკურატურამ გადაწყვიტა, ბრალი წაეყენებინა, დაეკავებინა გიორგი მენაბდე.

ჩემი საჩივარი კონკრეტულ მოხელეებს ეხებათ, რომლებმაც თავიანთი გულგრილობით, არაკვალიფიციურობით საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ უნებლიედ მენაბდეს მფარველობა გაუწირს. ეს არის გამოძიების პირველი ეტაპი, ვიდრე გახარია ახალ გამოძიებას დაიწყებდა. ახალი გამოძიების ეტაპზე კი, მენაბდეს ფაქტობრივად მფარველების სახით გამოუჩნდა გახარია-საბანაძის გუნდი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სახით, ხოლო როცა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ცალკე დაიწყო გამოძიება, ცალსახად ვაცხადებ, კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, სერგო რატიანი, გიგა ბოკერია მფარველობდნენ მენაბდეს. მათ უტყუარი მტკიცებულება ჰქონდათ, რადგან გუგა ბარბაქაძემ დეტალურად აღუწერა, სად იდგა მენაბდე, რა პოზიციიდან და ლოკაციიდან ახდენდა ის დარტყმას.

სამოხელეო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებაა, რაც პირველ რიგში, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ეხება, ასევე გამომძიებლებს - ნათელაშვილს, ჟამერაშვილს, ფიფიას, ხუფენიას, გახარიას, საბანაძეს. დაკითხვამდე ვითხოვ, ეს პროკურორები მათი მოვალეობის შესრულებას ჩამოცილდნენ.

გახარია-საბანაძის გამოკითხვას ვითხოვ მოწმის სახით და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმულირების ბრალის წარდგენას. ასევე ვითხოვ, გამოძიების დაწყებას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, "ევროპული საქართველოს" წევრების - კაპანაძის, რატიანის, ბოკერიას, კახიძის მიმართ, რომელთაც მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინეს. მათ მიზანმიმართულად ხელი დააფარეს ამ დანაშაულს",- განაცხადა თოდუამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე