რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას

მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროკავშირის შუამავლობით, ჩიხის დასასრულებლად მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.

„ეს კარგი ნიშანია იმის, რომ საქართველო განაგრძობს სწორი მიმართულებით სვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ევროპულ გზაზე. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, – წერს რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი გუშინ, ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო