ლიტერატურული კონკურსი საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად გრძელდება

საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი 17 მაისის 18:00 საათამდე მიმდინარეობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. მსურველებს საშუალება აქვთ კიდევ ერთი თვის განმავლობაში გამოაგზავნონ ნაწარმოებები ელფოსტაზე: konkursi@naec.ge. საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ტექსტები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1500 სიტყვას.

მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები დიდაქტიკური ხასიათის არ უნდა იყოს.

კონკურსის მიზანია ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირებების დროს.

ავტორმა უნდა გამოგზავნოს ელფოსტაზე: konkursi@naec.ge მინიმუმ 3 გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები. საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება. ტექსტები სასურველია აკრეფილი იყოს „სილფაინით“ 11 ზომის შრიფტით და „ვორდის“ ფორმატში.

ივნისის თვეში გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:

I ადგილი - 1500 ლარი

II ადგილი - 1000 ლარი

III ადგილი - 500 ლარი

საუკეთესო ნაწარმოებებს წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.

გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია თითოეული შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში გამოქვეყნება მანამდე, სანამ ცენტრი მათ თავისი მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალებები, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა