გიორგი ვაშაძე - ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იყენებს შესაძლებლობას, ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო და ეს ისტორიაში ჩავწეროთ, როგორც სერიოზული გამოცდილება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, ჯერ ნიკა მელიასთვის გირაოს შეთავაზება უნდა მოხდეს, ამაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, ის ამნისტიის კანონით გათავისუფლდება.

„ჯერ შეთავაზებული იქნება გირაო, მაგრამ თუ ის უარს იტყვის გირაოზე, მაინც იქნება შეწყალების დოკუმენტი. პრინციპში გირაო უკვე შეთავაზებულია“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება, ეს ქვეყნის ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება იქნება.

ნიკა მელიას გამოშვების ორი პარალელური პროცესია - ერთგან მისი თანხმობაა საჭირო, მეორეგან კი ჩვენგან ხმის მიცემა. პირველი - ეს არის გირაო, რომელსაც ევროკავშირი ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება, რომ ქვეყანაში იმ დონეზე მივიდა პოლიტიკური პატიმრების საკითხი, რომ ევროკავშირი იხდის გირაოს. ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ შესაძლებლობას არ იყენებს და ვწუხვარ, რომ ისტორიაში ამას არ ჩავწერთ. თუ ეს არ მოხდა და ნიკა მელიამ გირაოზე უარი თქვა, მაშინ არის ამნისტიის კანონი, რომლითაც ჩვენ მას გავათავისუფლეთ. არ მსურს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ და მზად ვარ, ამ კანონს მხარი დავუჭირო“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა და პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამის შემდეგ მიიღებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა