აშშ-ის ელჩი რუსეთში - მნიშვნელოვანია, ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩემს კოლეგებს პირდაპირ ვესაუბრო, მოსკოვში უახლოეს კვირებში დავბრუნდები

აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის მიემგზავრება და მოსკოვში უახლოეს კვირებში დაბრუნდება.

„მიმაჩნია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბაიდენის ადმინისტრაციაში ჩემს ახალ კოლეგებს პირდაპირ ვესაუბრო აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე. მოსკოვში უახლოეს კვირებში დავბრუნდები,“ - განაცხადა ელჩმა რუსულ მედიასთან საუბარში.

მანამდე, გამოცემა Axios-მა ჯონ სალივანთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი რუსეთის დატოვებას და ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის წასვლას არ გეგმავდა. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ, პასუხად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან 10 რუს დიპლომატს გააძევებდა. მოსკოვი ჯონ სალივანის გაძევებას არ გეგმავს, თუმცა ელჩს ვაშინგტონში ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციებისთვის ჩასვლა „ურჩიეს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა