შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 3 თვის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მუზეუმის აღდგენა.

„ჩვენ ეს საქმე გვინდა, რომ წარმატებამდე მივიყვანოთ და ამაში საზოგადოების როლი მნიშვნელოვანი იქნება. დღეს იწყება ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესი. თქვენს წინაშე წარმოდგენილი იქნება ჯგუფი, რომელსაც მიეცემა დავალება, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში დადოს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ მიზანს.

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ეს არის მუზეუმი, რომლის ფონდების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. იქნება ეს ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება, უნიკალური აღმოსავლური კოლექციები, რომლებიც მსოფლიოში უნიკალურია და ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ნაშრომები, ასევე ფირები და სხვა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, აქ არის დაცული ჩვენი ოქროს ფონდი, რომელიც საგანძურის სახელით არის ცნობილი. ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, რომლის გარეშე ჩვენი თავი ძნელად თუ წარმოგვიდგენია. ამ ყველაფერს რბილად რომ ვთქვა, ცოტა უფრო უკეთესი მართვა და მზრუნველობა სჭირდება, ვიდრე ამ დარბაზში ხედავთ და შთაბეჭდილებას გიქმნით",-განაცხადა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა