კახა კალაძე - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, პოლიტიკური პარტიებისგან ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია

ამ ხელმოწერით გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, გაიმარჯვა დემოკრატიამ, ქვეყნის განვითრებამ, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და „ქართული ოცნების“ მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ფაქტს.

კახა კალაძემ შეთანხმების მიღწევის პროცესში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩართულობისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, რომ შეთანხმება მიღწეულიყო. იყო კომპრომისები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად პოლიტიკაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ქვეყანაში, გამოწვევები, ძალიან სწრაფად იქნეს დაძლეული. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, მმართველი პარტია ყოველთვის ამბობდა და გამოხატავდა მზადყოფნას, მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობაზე, კომპრომისზე წასვლაზე, რომ გარკვეული შეთანხმება მომხდარიყო და საბოლოოდ ეს შეთანხმება შედგა. ამის შემდეგ გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პარლამენტში გააგრძელებენ მუშაობას, პარლამენტში გაგრძელდება პოლემიკა, დებატები, რაც მნიშვნელოვანია განვითარებული დემოკრატიული ქვეყნისთვის. ამით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა პოლიტიკური პარტიებისგან, თუ ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ბევრი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ლიდერი, ვისაც აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს. ცხადია, ყველას ერთნაირი მოსაზრება ვერ ექნება სხვადასხვა თემაზე, შესაბამისად, დებატები და პოლიმიკა მნიშვნელოვანია“, - განცხადა კახა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა