14.07.2025 / 09:02
ჩადის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

ჩადის პრეზიდენტი, იდრის დები ფრონტის ხაზზე მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, - ამის შესახებ არმიის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მაშინ დაიჭრა, როდესაც ის მეამბოხეებთან მებრძოლ ჯარისკაცებს ეწვია.

პრეზიდენტის გარდაცვალების გამო ქვეყანაში „კომენდატის საათი“ გამოცხადდა და საზღვრები დაიხურა. დროებით პრეზიდენტად კი დების 37 წლის ვაჟი, გენერალი მაჰამა იდრის დები დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 11 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და იდრის დები პრეზიდენტად მეექვსე ვადით, ხმების 79.3 პროცენტით აირჩიეს. მედიის ინფორმაციით, მან გამარჯვების სიტყვის წარმოთქვა გადადო და მეამბოხების წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცების მოსანახულებლად გაემართა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ