საქართველოს თავდაცვის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, ასევე სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.

,,მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული „ურთიერთგაგების მემორანდუმის“ მნიშვნელობაზე, რომელიც კიბერუსაფრთხოების, საჰაერო თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის, სამხედრო განათლებისა და სამხედრო პოლიციის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებს ითვალისწინებს. შეხვედრაზე ისრაელთან სამხედრო წარმოების კუთხით თანამშრომლობის პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ისრაელთან ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!