არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი ამ პარტიაში გუშინ საბოლოოდ გამოვიდა სააშკარაოზე და გამოვლინდა, რომ ისინი მუშაობდნენ შეთანხმების წინააღმდეგ

„ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ჯგუფი ამ პარტიაში გუშინ საბოლოოდ გამოვიდა სააშკარაოზე და გამოვლინდა, რომ ისინი მუშაობდნენ ამ შეთანხმების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში შარლ მიშელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, დასავლელ პარტნიორებთან ერთად პროცესის წარმატებით დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს.

„ჩვენ მოვისმინეთ თანაპარტიელების და მხარდამჭერების მხრიდანაც ბრალდებები და ვარაუდები, ხომ არ იყო ნიკა მელიას პატიმრობა ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, მე რა თქმა უნდა, ამ მსჯელობაში არ შევალ და თავს უფლებას არ მივცემ რამე დასკვნები შევთავაზო საზოგადოებას, მაგრამ ფაქტი არის ერთი - „ქართულმა ოცნებამ" დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, ასევე გააკეთეს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა და ეს არ გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა