შარლ მიშელი - მადლობა ბატონო პრემიერო ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის

მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმავლობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ ისევ, საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტიდან 6 კვირის შემდეგ. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ერთად იმუშავებენ ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა ბატონო პრემიერო, ბოლო კვირების განმალობაში ახლო კომუნიკაციისთვის, თქვენი ვიზიტისთვის ბრუსელში და თქვენი გამბედაობისთვის, პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის.

ჩემს პატივისცემას გამოვხატავ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართაც, იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე და ეს არის ის გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. რეფორმები არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, -განაცხადა შარლ მიშელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა