უკრაინის ფინანსთა მინისტრი სააკაშვილზე - შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი - უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას, შენ „ფეიკი“ ხარ

უკრაინის ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს საჯაროდ მის კორუფციაში დადანაშაულების საპასუხოდ, „შულერს“ უწოდებს.

გამოცემა LB.ua -სთან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი რაღაცის გაკეთებას შეეცადა, მაგრამ იდეები არ მოუვიდა, ახლა კი უცხო ადამიანებს ადანაშაულებს.

„შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი. ის ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, რომლებიც არ მოუვიდა, ახლა კი ცდილობს თავის პრობლემებში ვინმე სხვა დაადანაშაულოს. მე ამომირჩია. მე ამას არ მოვითმენ. ამიტომ ვამბობ, რომ პირობითო ამხანაგო „ს“, გვიჩვენე, რა შეგიძლია. უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი უბრალოდ ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას. შენ „ფეიკი“ ხარ, შენ ხარ „ფეიკისტორია“, შენ უბრალოდ ინფორმაციით გკვებავენ, რადგან, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ხელზე უნდა გატარონ“, - განაცხადა მარჩენკომ.

მინისტრის თქმით, ისურვებდა, რომ სააკაშვილისთვის ეკითხა, ვინ არის ისეთი და რა გააკეთა უკრაინისთვის, რომ თავს უფლებას აძლევს, ის, როგორც ფინანსთა მინისტრი რამეში დაადანაშაულოს?

სერგეი მარჩეკოს თქმით, ფინანსთა სამინისტროს დადანაშაულება კორუფციაში საბაჟოსთან დაკავშირებით არ არის ნორმალური, რადგან კონტრაბანდა უფრო მეტად სამართალდამცავ ორგანოებს ეხება.

„ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ აი, მე ახლა გავხსნი უკრაინის საბაჟოს და ყველა კარგად იქნება, პირობითად. ისინი აკეთებენ ასეთ წინადადებებს ყოველგვარი მცირედი ანალიზის გარეშე. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ისინი გვადანაშაულებენ იმაში, რომ ჩვენ კორუფციონერები ვართ. განა ეს ნორმალურია?“ - აცხადებს უკრაინის ფინანსთა მინისტრი.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში გადაცემაში „სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა