მედია - საბერძნეთის პოლიციამ ქართველების მონაწილეობით დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებიც კორონავირუსზე ტესტის გაყალბებულ ცნობებს ყიდდნენ

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა, რომლებსაც ბრალად კორონავირუსზე PCR ტესტის გაყალბებული ცნობების გაყიდვა ედებათ. ბერძნული მედიის ცნობით, უცხოელების ჯგუფი, რომელთა შორის უმეტესობა ქართველები არიან, ყალბ ცნობებს სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობისთვის იყენებდა.

“ფაქტი მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ერთ-ერთმა მედდამ საავადმყოფოს ადმინისტრაციას წარუდგინა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი, თუმცა თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ის ყალბი იყო. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურებს ეცნობათ და გამოძიება დაიწყო. მალევე იპოვეს კიდევ ორი უცხოელი მედდა, რომლებიც გაყალბებული ცნობით მუშაობდნენ და ასევე, მიაკვლიეს ქართველს, რომელიც ამ მოწმობებს გასცემდა. წინასწარი გამოძიებით, მან აღიარა, რომ უცხოელებზე უკვე გაყიდა 50 ასეთი ცნობა, თითო 10 ევროდ”, - წერს ბერძნული მედია.

ბერძნული მედიის ცნობით, სახელმწიფო საავადმყოფოში მომვლელად მუშაობის მსურველებმა, რეგულარულად უნდა ჩაიტარონ კორონავირუსზე PCR ტესტირება. ყველა ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ცნობების გაყალბებისა და დაავადებების გავრცელების პრევენციის ზომების დარღვევის გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა