ბადრი ჯაფარიძე - 21 აპრილიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებს, მაგრამ ამნისტიის შესახებ კანონს ვერ დაველოდებით, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია შარლ მიშელსა და ელჩებს მადლობას უხდის.

"ევროკავშირი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ ვითარების განმუხტვას მიესალმება. ახლა მინდა მივასწრო, ვიდრე ბატონი შარლ მიშელი შეხვედრაზე იმყოფება და მოვუყვე ამ შეხვედრის შესახებ. ნიკა მელია დიდ მადლობას უხდის ბატონ შარლ მიშელს მისი ჩართულობისთვის, ძალისხმევისთვის. ის ასევე მადლობას უხდის ელჩებს მათი ძალისხმევისთვის, მე მინდა ეს პირადად გადავცე მას და შესაბამისად, მათთან ერთად განვიხილო, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები იმისათვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ხვალიდანვე დაიწყება.

"ხვალიდანვე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მუშაობას კანონპროექტზე, მაგრამ ჩვენ ამნისტიის შესახებ კანონს ვერ დაველოდებით, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ეს ვითარების, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მელია არსად გაქცევას არ აპირებს.

„ყველასთვის ნათელია, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას უკანონოდ მიიჩნევს. შესაბამისად, მან აირჩია პატიმრობა იმის ნაცვლად, რომ უკანონო სამსახურში ჩამდგარიყო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უკანონო მოთხოვნა. გამოსავალი არ ნიშნავს იგივე მოთხოვნის დაყენებას. გამოსავალი ისეთი უნდა მოიძებნოს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს კრიზისი მართლაც განვმუხტოთ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ ჩვენ ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლებული ვნახოთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პროკურატურას აქვს უამრავი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ეს პრობლემა დაუყოვნებლივ გადაიჭრას. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას მელიას საპატიმროდან გამოსვლა სჭირდება. შეიძლება იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, არ არის აუცილებელი გირაოს მოთხოვნა. ნიკა მელია არსად აპირებს გაქცევას, არც მიმალვას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან შარლ მიშელთან შესახვედრად წავიდა. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა